ჯანსაღია კვება,რომელიც ორგანიზმს ჯანმრთელობისათვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს.რაციონალური ანუ სრულფაოვანი კების საფუძველია მიღებულ საკვებში ცილების,ცხიმების და ნახშირწყლების ოპიმალური თანაფარდობა. მიღებული საკვების ენერგეტიკული ღირებულება უნდა იყოს ორგანიზმის დანახარჯის ტოლი.კვების ქიმიური შემადგენლობა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას. საკვები ორგანიზმს უნდა მიეწოდოს განსაზღვრული რეჟიმით , რეგულარულად.
ვის რამდენი ცილები,ცხიმები და ნახშირწყლები სჭირდება? კვლევების შედეგად გაირკვა,რომ : გონებრივად მომუშავე ადამიანები ცოტას მოძრაობენ, მაგრამ მათი ტვინი დიდ ენერგიას მოითხოვს და ხარჯავს, ამიტომ მათ ყოველდღიურ რაციონში უნდა იყოს 100-110გ ცილა ,80-90 გ ცხიმი და 300-350 გ ნახშირწყლალი. ფიზიკურად მომუშავე ადამინაებს,ყველაზე მეტი ენერგიის დახარჯვა უწევთ კუნთების მუშაობით ამიტომ, მათ ესაჭიროებათ 115-120 გ ცილა, 80-90გ ცილა და 400გ ნახშირწყალი. გარდა ამისა, მათ ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად უნდა ხილი და ბოსტნეული.
No comments:
Post a Comment